საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ვიცე-პრეზიდენტსა და ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
„აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს და ამერიკელ ხალხს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს! 4 ივლისი არის შანსი, გავიხსენოთ 245 წელი, რომლის განმავლობაშიც ამერიკის შეერთებული შტატები თავისუფალი სამყაროს იმედის შუქურას წარმოადგენდა. ქართველი ხალხის სახელით, ამერიკელ ერს დიდებულ დღეს ვუსურვებ“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.