სალომე ზურაბიშვილი - საქართველო ამ მძიმე წუთებში ალბანელი ხალხის გვერდით არის
ალბანეთში მომხდარ მიწისძვრას, რომელსაც, წინასწარი მონაცემებით, 20-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.
„დამწუხრებული ვარ ალბანეთში მომხდარი მიწისძვრის გამო. ამ მძიმე წუთებში საქართველო ალბანელი ხალხის გვერდით არის. ვუსურვებ გამძლეობას ხელისუფლებასა და მაშველებს, რომლებიც ადგილზე შეუსვენებლად მუშაობენ“, – წერს ზურაბიშვილი.
ალბანეთში 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დედაქალაქ ტირანასთან ახლოს მოხდა.