სალომე ზურაბიშვილი „აირზენას“ ბოიკოტს უცხადებს
სალომე ზურაბიშვილი „აირზენას“ ბოიკოტს უცხადებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „აირზენას“ ბოიკოტს უცხადებს. აღნიშნულის შესახებ ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, თავს შეიკავებს „აირზენას“ ბორტით სარგებლობისგან.

„ჩემთვის ვაწესებ ბოიკოტს „აირზენაზე“, ეს ბევრს არ ნიშნავს, მაგრამ მოგიწოდებთ, რომ თქვენც გაიზიაროთ. ეს არის კომპანია, რომელიც სულ სარგებლობს ამ სახელმწიფოთი, რათა გამდიდრდეს. ეს იყო ყველა ხელისუფლების დროს, გაგრძელდა „კოვიდის“ დროს და ახლა უნდა, ისარგებლოს ამ ახალი რეალობით, რომელიც მიუღებელია ჩვენი მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილისთვის. კიდევ ერთი რამ, მე თავს შევიკავებ ბორტის გამოყენებისგან, სანამ ის იქნება „აირზენას“ ხელში, რომ კიდევ ამით არ გავამდიდროთ ის კომპანია, რომელიც ფულისთვის ყველაფერზე მზად არის და ნახეთ მისი ხელმძღვანელის გახარებული განცხადებები“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.