სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ყველაზე მეტად ღვინოების სტენდი მოეწონა
ძალიან მომწონს 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რადგან სახალხოა და ყველა ღებულობს მონაწილეობას, სამთავრობო უწყება და მთლიანად საზოგადოება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
კითხვაზე, რუსთაველის გამზირზე დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად წარმოდგენილი სტენდებიდან ყველაზე მეტად რომელი მოეწონა, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სტენდი, სადაც ღვინო იყო წარმოდგენილი.
„ღვინოები, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ გავსინჯე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.