სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ჯერ გადაწყვეტილი არ არის, სად გაიმართება პრეზიდენტის ინაუგურაცია
სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ჯერ გადაწყვეტილი არ არის, სად გაიმართება პრეზიდენტის ინაუგურაცია

საქართველოს არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ჯერ  გადაწყვეტილი არ არის, სად გაიმართება პრეზიდენტის ინაუგურაცია.

როგორც მან ჟურნალიტებს განუცხადა, ინაუგურაციის ჩასატარებლად განიხილება რამდენიმე ვარიანტი.

„ინაუგურაციის ადგილზე არანაირი გადაწყვეტილება არ არის მიღებული. განიხილება სხვადასხვა ვარიანტები, თუნდაც თბილისი, ჯერ ვმსჯელობთ ამაზე, როცა მეცოდინება, მაშინ გეტყვით”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება.