სამცხე-ჯავახეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აბასთუმნის ობსერვატორიას ესტუმრა. ამის შესახებ ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
„აბასთუმნის ობსერვატორია ჩვენი ერთ-ერთი აუთვისებელი სიმდიდრეა. მთვარეზე, იუპიტერზე, შორეულ თანავარსკვლავედებზე დაკვირვება ჩემთვის საოცარი გამოცდილება იყო“, – წერს ზურაბიშვილი.