სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის წინაშე წლიური მოხსენებით სავარაუდოდ 5 მარტს წარდგება
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის წინაშე წლიური მოხსენებით სავარაუდოდ 5 მარტს წარდგება.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ აცნობა საქართველოს პარლამენტს პრეზიდენტის გადაწყვეტილება.
„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ აცნობა საქართველოს პარლამენტს პრეზიდენტის გადაწყვეტილება, საქართველოს პარლამენტში წლიური მოხსენებით წარდგეს 2022 წლის 5 მარტს“, – აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.