სალომე ზურაბიშვილი - 20 წლის წინ 11 სექტემბრის ტრაგედიამ მსოფლიო შეძრა, ბოროტებაზე გლობალური პასუხი ჩვენ დროში იყო სოლიდარობა, გაკვეთილი, რომელიც არ უნდა დაგვავიწყდეს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2001 წლის 11 სექტემბერს აშშ-ში მომხდარი ტერაქტის 20 წლისთავს ეხმაურება.
„20 წლის წინ 11 სექტემბრის ტრაგედიამ მსოფლიო შეძრა. 20 წლის წინ საერთაშორისო საზოგადოება უსაფრთხოებისთვის ბრძოლაში ერთად იდგა. საქართველომ თავის წილი შეასრულა და კვლავ აგრძელებს. ბოროტებაზე გლობალური პასუხი ჩვენს დროში იყო სოლიდარობა, გაკვეთილი, რომელიც არ უნდა დაგვავიწყდეს“, – წერს ზურაბიშვილი „ტვიტერზე“.