საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 17:00 საათზე ბრიფინგს გამართავს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს.
პრეზიდენტის რეზიდენციასთან 15:00 საათიდან აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები პრეზიდენტს მოუწოდებდნენ, რომ არ შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი. ამის შემდეგ აქციაზე განაცხადეს, რომ სალომე ზურაბიშვილმა მათთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა რეზიდენციის შესასვლელთან გადაინაცვლეს. მათი ნაწილი რეზიდენციის ეზოში შევიდა, სადაც მათ პრეზიდენტმა მიმართა.