სალომე სამადაშვილი - ყოფილ ჯარისკაცებს კარგად ესმით, რამდენად დამაზიანებელია სახელმწიფოსთვის სალომე ზურაბიშვილის განცხადებები
ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ ყოფილი სამხედროები დამოუკიდებელ საპრეზიდენტო კანდიდადატ სალომე ზურაბიშვილთან მიმართებაში მოქალაქეობრივად სწორ პოზიციას იკავებენ.
სალომე სამადაშვილი აღნიშნავს, რომ ჰააგაში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში საქმის განხილვა გრძელდება, სადაც „ქართული ოცნებისა” და საპრეზიდენტო კანდიდატის პოზიციებმა შესაძლოა, იმგვარი ვითარება შექმნას, რომ საერთაშორისო ტრიბუნაზე ქართველ სამხედროებს სერიოზული საფრთხე შეექმნათ.
„არ მიკვირს, რომ ყოფილ ჯარისკაცებს ძალიან კარგად ესმით, თუ რამდენად დამაზიანებელია სახელმწიფოსა და ქართული ჯარისთვის ზურაბიშვილის განცხადებები. ისინი მოქალაქეობრივად სწორ პოზიცია იკავებენ”, – განაცხადა სამადაშვილმა.