სალომე სამადაშვილი - წინაპირობების წაყენება უკრაინაში ვიზიტისთვის ჩემთვის ერთნაირად მიუღებელია, ვინც არ უნდა აკეთებდეს ამას, „ქართული ოცნება“ თუ „ნაციონალური მოძრაობა“
წინაპირობების წაყენება უკრაინაში ვიზიტის განხორციელებისთვის ჩემთვის ერთნაირად მიუღებელია, ამას ვინც არ უნდა აკეთებდეს, ეს იქნება „ქართული ოცნება“ თუ „ნაციონალური მოძრაობა“, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
„უკრაინელ მეგობრებს უპირობო მხარდაჭერა სჭირდებათ, რადგან უკრაინის რადას თავმჯდომარემ მიიწვია და ამ დელეგაციაში ჩვენი მონაწილეობა გამოხატავს ჩვენს დამოკიდებულებას უკრაინელი ხალხისა და უკრაინის ხელისუფლების მიმართ. ამიტომ ჩვენი პოზიცია არის, რომ რაიმე წინაპირობების წაყენებას არ ვაპირებთ, თუ იქნება ოპოზიციისთვის განკუთვნილი ადგილები მზად ვართ, ამ დელეგაციაში მონაწილეობა მივიღოთ, ასევე სხვა ფორმატში, რაც უკრაინაში ვიზიტისთვის ფორმირებული იქნება“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.