სალომე სამადაშვილი - ვინც ყველა ბრძოლას გაექცა და ჭკუას გვარიგებს, სამარცხვინოდ უღირსი ხალხია
სალომე სამადაშვილი - ვინც ყველა ბრძოლას გაექცა და ჭკუას გვარიგებს, სამარცხვინოდ უღირსი ხალხია

ხალხი, ვინც ყველა ბრძოლას გაექცა და პირად, დაუკმაყოფილებელ ამბიციებზე დაბოღმილი გამობობღდება და ჭკუის დარიგებას გვიწყებს, მაინც ყველაზე სამარცხვინოდ უღირსი ხალხია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

როგორც სამადაშვილი აცხადებს, სრულიად არაორდინალურ ვითარებაში პოლიტიკური ბრძოლის წარმართვა არ არის ადვილი საქმე.

„შეიძლება ბევრი ვიდავოთ ბრძოლის მეთოდებზე, გზებზე, სწორ სამოქმედო გეგმაზე. სრულიად არაორდინალურ ვითარებაში პოლიტიკური ბრძოლის წარმართვა არ არის ადვილი საქმე. მაგრამ ის ხალხი, ვინც ყველა ბრძოლას გაექცა და პირად, დაუკმაყოფილებელ ამბიციებზე დაბოღმილი, გამობობღდება და ჭკუის დარიგებას გვიწყებს, მაინც ყველაზე სამარცხვინოდ უღირსი ხალხია. ვინც ვიბრძვით, ბრძოლას ვაგრძელებთ, თუმცა შეიძლება ბევრი ვიკამათოთ-როგორ. თავისუფალი ხალხი ასეა და თავისუფლებისათვის რომ იბრძოლო, ჯერ შენში უნდა იპოვო ეს თავისუფლება“, – წერს სამადაშვილი.