სალომე სამადაშვილი - ვაპირებთ, გავაფართოოთ „ძალა ერთობაშია“, თუ კონკრეტულ სუბიექტებს სხვა გეგმები აქვთ, მათი პირადი არჩევანია
სალომე სამადაშვილი - ვაპირებთ, გავაფართოოთ „ძალა ერთობაშია“, თუ კონკრეტულ სუბიექტებს სხვა გეგმები აქვთ, მათი პირადი არჩევანია

„ნაციონალური მოძრაობა“ არის სულისჩამდგმელი და დამაარსებელი გაერთიანების – „ძალა ერთობაშია“. ვაპირებთ, თანამშრომლობა გავაგრძელოთ სხვა პარტიებთან და გავაფართოოთ ეს ალიანსი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

როგორც სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, გამოჩნდებიან მნიშვნელოვანი, ახალი პოლიტიკური მოთამაშეები, რომლებიც, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, დაამარცხებენ ბიძინა ივანიშვილს საპარლამენტო არჩევნებში.

„თუ კონკრეტულ სუბიექტებს, ვინც  გაერთიანებში მონაწილეობენ, რაიმე სხვა პოლიტიკური გეგმები აქვთ, ეს მათი პირადი არჩევანია და მათ ვერ ვაიძულებთ დარჩენას. ეს გაერთიანება ეფუძნება საერთო მიზანს, რაც არის ბიძინა ივანიშვილის დამარცხება. ვისაც ამაში მონაწილეობია სურს, კარი ყველასთვის ღიაა“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.