სალომე სამადაშვილი - უნდა გავაგრძელოთ პარლამენტის დარბაზში მშვიდობიანი პიკეტირება, ვიდრე არ მივაღწევთ რაიმე შეთანხმებას, რომ მთავრობის გადაყენების პროცესი უნდა დავიწყოთ
სალომე სამადაშვილი - უნდა გავაგრძელოთ პარლამენტის დარბაზში მშვიდობიანი პიკეტირება, ვიდრე არ მივაღწევთ რაიმე შეთანხმებას, რომ მთავრობის გადაყენების პროცესი უნდა დავიწყოთ

ოპოზიციონერი დეპუტატის სალომე სამადაშვილის განცხადებით, პარლამენტის დარბაზში მშვიდობიანი პიკეტირება უნდა გააგრძელონ იქამდე, ვიდრე არ მიაღწევენ წინასწარ შეთანხმებას მაინც, რომ პარლამენტში მთავრობის გადაყენების პროცესი უნდა დაიწყონ.

„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ პარლამენტის დარბაზში მშვიდობიანი პიკეტირება, ვიდრე არ მივაღწევთ რაიმე წინასწარ შეთანხმებას მაინც იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ პარლამენტში უნდა დავიწყოთ მთავრობის გადაყენების პროცესი“, – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს ხმაური იყო თავდაპირველად პარლამენტის შესასვლელთან. მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ მათ საკანონმდებლო ორგანოში არ უშვებდნენ. ამასთან, პარლამენტთან მყოფი ოპოზიციის წარმომადგენლები აღნიშნავდნენ, რომ მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებზე საშვები იყო დაშვებული. მოგვიანებით, ხმაური და დაპირისპირება გაგრძელდა პარლამენტის სხდომათა დარბაზში საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის დეპუტატებს შორის. ოპოზიციის წარმომადგენლებმა პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილი დაიკავეს. მათი მოთხოვნაა, პარლამენტმა განიხილოს მხოლოდ ის საკითხები, რაც ახლა საზოგადოებას ყველაზე მეტად აინტერესებს და მთავრობისთვის უნდობლობის პროცედურა დაიწყოს.