სალომე სამადაშვილი - უხერხულია, როდესაც ქვეყნის მთავარი პირი, რომელიც პასუხისმგებელია უშიშროებასა და უსაფრთხოებაზე, ორი საათი იტყუებოდა
სალომე სამადაშვილი - უხერხულია, როდესაც ქვეყნის მთავარი პირი, რომელიც პასუხისმგებელია უშიშროებასა და უსაფრთხოებაზე, ორი საათი იტყუებოდა

უხერხულია, როდესაც ქვეყნის მთავარი პირი, რომელიც პასუხისმგებელია ჩვენს უშიშროებაზე და უსაფრთხოებაზე ორი საათის მანძილზე ტყუილების კორიანტელს აყენებს ეთერში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა შს მინისტრის გიორგი გახარიას გუშინდელი ინტერვიუს შეფასებისას აღნიშნა.

როგორც სალომე სამადაშვილმა განაცხადა, 20-21 ივნისის ღამესთან დაკავშირებით გახარია არანაირ პასუხისმგებლობას არ გრძნობს მომხდართან დაკავშირებით, მან ვერ შეძლო პასუხი გაეცა მთავარი კითხვებისთვის.

„რადგანაც მას პასუხი არა აქვს ამ შეკითხვაზე გადაწყვიტა, რომ თავდასხმა არის თავდაცვის ყველაზე კარგი საშუალება და ვნახეთ, რომ საუბრობდა სხვადასხვა ვერსიებზე, ხან საუბრობდა, რომ აუცილებელი მოგერიება იყო პოლიციის მხრიდან. ხან საუბრობდა პარლამენტის შენობაში შეჭრის თავის არიდებაზე. ხან სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე. უბრალოდ უხერხულია, როდესაც ქვეყნის მთავარი პირი, რომელიც პასუხისმგებელია ჩვენს უშიშროებაზე და უსაფრთხოებაზე, ორი საათის მანძილზე ტყუილების კორიანტელს აყენებს ეთერში. ტყუილია ის, რომ ოპოზიციამ რამდენიმე თვის მანძილზე იცოდა გავრილოვის ვიზიტის შესახებ. ჩვენ როგორც კი გავიგეთ ამის შესახებ, გავმართეთ ბრიფინგი და გავაფრთხილეთ ხელისუფლება, რომ არ შეიძლება გავრილოვის შემოშვება ქვეყანაში. ტყუილია, რომ გავრილოვის მიერ საზღვრის გადაკვეთის აკრძალვის სამართლებრივი საფუძველი არ გვქონდა, რადგან ნებისმიერ დროს შეუძლია ხელისუფლებას არ შემოუშვას სხვა ქვეყნის მოქალაქე ქვეყანაში, თუ აქვს ამის მიზეზი. ტყუილია, რა თქმა უნდა ისიც, რომ პარლამენტის პიკეტირება იმ დღეს ხდებოდა რაიმე სხვა მიზნით, გარდა კობახიძის გადადგომის მოთხოვნისა“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.