სალომე სამადაშვილი - შარლ მიშელმა ირაკლი ღარიბაშვილს საჯაროდ ყური არ აუწია, გაუფრთხილდა, „იკამ“ კი გადაწყვიტა, მიშელის წარმომადგენელი სახლში ხელცარიელი გაეშვა 
სალომე სამადაშვილი - შარლ მიშელმა ირაკლი ღარიბაშვილს საჯაროდ ყური არ აუწია, გაუფრთხილდა, „იკამ“ კი გადაწყვიტა, მიშელის წარმომადგენელი სახლში ხელცარიელი გაეშვა 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სოციალურ ქსელში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის უშედეგოდ დასრულებულ მოლაპარაკებებს ეხმაურება.

ფეისბუქ-სტატუსში სალომე სამადაშვილი წერს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ბრიუსელში მყოფ ირაკლი ღარიბაშვილს „ყური არ აუწია“, რის შემდეგაც საქართველოში დაბრუნებულმა პრემიერმა ევროპული საბჭოს სპეციალური წარმომადგენელი საქართველოდან მოლაპარაკებების კონკრეტული შედეგის გარეშე „გაუშვა“.

„ამ ამბის მოკლე ისტორია, პოპულარულ ენაზე, ასე გამოიყურება – ევროკავშირის საგარეო მინისტრი, ესპანელი სოციალისტი, ბორელი ჩავიდა მოსკოვში, დაამცირეს და გამოუშვეს. ბელგიელმა ლიბერალმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, მიშელმა გადაწყვიტა ევროკავშირის რეპუტაცია დაეცვა, რუსეთის სამეზობლოში ევროკავშირის მნიშვნელობა ეჩვენებინა, მათ შორის – საქართველოში კრიზისის მოგვარებით. ამ დროს, ღარიბაშვილი ჩავიდა ბრიუსელში, სადაც ბორელმა ირაკლის თავზე ხელი გადაუსვა საჯაროდ, ისე, ცოტა რბილად წამოარტყა, სასამართლო არ გივარგათო. მიშელმა კი, ბევრი შეხვედრის მიუხედავად, სამწუხაროდ, საჯაროდ ყური არ აუწია, გაუფრთხილდა. ჩამოვიდა რა სამშობლოში „იკა“, გადაწყვიტა მიშელის წარმომადგენელი შინ ხელცარიელი გაეშვა. ბატონი ბორელი, რომელსაც სულაც არ მიაჩნია, რომ მოსკოვში ევროპა დაამცირეს მისი ვიზიტისას და ვერ გაიგო, რატომ გამოესარჩლა მიშელი, ირონიულად გაიღიმებდა – ვერც მიშელმა დაუმტკიცა რუსეთს, რომ რუსეთის „უკანა ეზოში“ „დიდი ბიჭი“ ევროპააო. ლავროვი კი, დილით სიცილით მოკვდება“, – წერს სამადაშვილი.

ამ ამბის მოკლე ისტორია, პოპულარულ ენაზე, ასე გამოიყურება – ევროკავშირის საგარეო მინისტრი, ესპანელი სოციალისტი, ბორელი…

Posted by Salome Samadashvili on ხუთშაბათი, 18 მარტი, 2021