სალომე სამადაშვილი- საქართველოს დღეს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, დაიცვას საკუთარი ინტერესები
სალომე სამადაშვილი- საქართველოს დღეს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, დაიცვას საკუთარი ინტერესები

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ის მთავარი თემები დაასახელა, რომლებზეც ოპოზიცია ანგელა მერკელთან შეხვედრისას ისაუბრებს.

მისი თქმით, საქართველოს დღეს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, დაიცვას საკუთარი ინტერესები.

„ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან დღეს შექმნილ ვითარებაში, როცა აშშ-ის პოზიციით სანქციები ეკისრება არა მხოლოდ რუსულ, არამედ ევროპულ კომპანიებსაც, რომლებიც პროექტებს რუსეთთან ერთად აწარმოებენ, გაიზარდა ჩვენი რეგიონის სტრატეგიული მნიშვნელობა ევროპის ენერგო უსაფრთხოების კუთხით. სწორედ ეს არის კანცლერის ვიზიტის მთავარი მიზანი, რომ განმტკიცდეს რეგიონში ენერგომატარებლებისთვის ალტერნატიული გზების მოძებნის შესაძლებლობები. დღეს საქართველოს აქვს სრულიად უნიკალური შესაძლებლობა, დაიცვას საკუთარი ინტერესები და აქტიურად მოითხოვოს საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანებისთვის შესაბამისი ქმედითი გადაწყვეტილებების მიღება გერმანიის მხრიდან. ეს იქნება ჩვენი მთავარი გზავნილი, თუმცა ასევე გვექნება საუბარი იმ გამოწვევებზე და პრობლემებზე, რომელიც დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე დემოკრატიის თვალსაზრისით, კანონის უზენაესობის და უსაფრთხოების კუთხით“,-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.