სალომე სამადაშვილი - საპარლამენტო უმრავლესობას საკანონმდებლო პროცესის დაგეგმვა არ შეუძლია
სალომე სამადაშვილი - საპარლამენტო უმრავლესობას საკანონმდებლო პროცესის დაგეგმვა არ შეუძლია

ოპოზიციონერი დეპუტატის სალომე სამადაშვილის შეფასებით, საპარლამენტო უმრავლესობას საკანონმდებლო პროცესის დაგეგმვა არ შეუძლია, რისი ნათელი მაგალითიც „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტის განხილვის პროცესია.

როგორც ჟურნალისტებს სამადაშვილმა განუცხადა, აღნიშნული კანონპროექტის განხილვის პროცედურის გადადება კარგი მაგალითია, როგორ მართავს ქვეყანას „ქართული ოცნება“.

„უფრო სწორად, იმ ქაოსის მაგალითია, რაც ქვეყანაში ხდება. უმრავლესობას საკანონმდებლო პროცესის დაგეგმვა არ შეუძლია. ვაფრთხილებდით, რომ კანონპროექტის განხილვა მანამდე არ შეიძლებოდა, ვიდრე ვენეციის კომისიის დასკვნას არ შევისწავლიდით. იმ ვითარების წინაშე დავდექით, როცა ფაქტობრივად, სხდომა მათი თავხედური მცდელობის გამო ჩაიშალა, რომ კანონპროექტის განხილვა წინ წაეყვანათ მიუხედავად იმისა, ვენეციის კომისია რას იტყოდა. ეს იმ ქაოსსა და უმართავ ვითარებას აჩვენებს, რაც უმრავლესობაშია შექმნილი. მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ ეს ხალხი სახლში მალეა გასასტუმრებელი“, – განაცხადა სამადაშვილმა.