სალომე სამადაშვილი - სამწუხაროა, რომ ექსტრემალური გადაწყვეტილებების მიღება უწევთ პოლიტიკოსებს, რათა ზემოქმედება მოახდინონ პოლიტიკურ პროცესზე
პროტესტის ასეთი ექსტრემალური ფორმის გამოყენება მაშინ ხდება, როცა ერთი მხრივ, პოლიტიკოსს სურს განგაშის ზარი შეჰმოკრას და მეორე მხრივ, ხედავს, რომ ყველა შესაძლებლობა ამოიწურა, ზეგავლენა მოახდინოს ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე, – ამის შესახებ ფრაქცია „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა ელენე ხოშტარიას შიმშილობაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ ასეთი ექსტრემალური გადაწყვეტილებების მიღება უწევთ პოლიტიკოსებს.
„სამწუხაროა, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადების 30 წლისთავზე ასეთი ექსტრემალური გადაწყვეტილებების მიღება უწევთ პოლიტიკოსებს, რათა ზემოქმედება მოახდინონ პოლიტიკურ პროცესზე. ხელისუფლების მხრიდან სირაქლემის პოზიციაში ყოფნა დიდხანს ვერ გაგრძელდება, რადგან სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ემუქრება სულ უფრო მეტი საფრთხე. ხვალ კონსილიუმი შედგება და ამ კონსილიუმის ყველა რეკომენდაცია სრულად უნდა შეასრულოს ხელისუფლებამ. სხვა გამოსავალი არ არსებობს.