სალომე სამადაშვილი - საგამოძიებო კომისიის მუშაობაში არ ვმონაწილეობთ, რადგან მიგვაჩნია, რომ არჩევნებიდან ნახევარი წლის შემდეგ ამით ვერაფერი დადგინდება
სალომე სამადაშვილი - საგამოძიებო კომისიის მუშაობაში არ ვმონაწილეობთ, რადგან მიგვაჩნია, რომ არჩევნებიდან ნახევარი წლის შემდეგ ამით ვერაფერი დადგინდება

დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობაში არ ვმონაწილეობთ, რადგან მიგვაჩნია, რომ არჩევნებიდან ნახევარი წლის შემდეგ ამ კომისიის მუშაობით ვერაფერი დადგინდება, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, რეფორმების შედეგად უნდა გახდეს შესაძლებელი, რომ არჩევნებთან დაკავშირებით პრობლემები არ იყოს.

„არჩევნები როგორ ჩატარდა, დაიდო საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. ვიცით, რა პრობლემები იყო და მნიშვნელოვანია რეფორმა, რომელზეც ვმუშაობთ. იმას უნდა მივაღწიოთ, რომ ქვეყანაში მსგავსი არჩევნები აღარ ჩატარდეს.