სალომე სამადაშვილი - სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა თუ ნიკა მელიას სურვილია, ეს თხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს
სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა თუ ნიკა მელიას სურვილია, ეს თხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
როგორც სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, ნიკა მელიამ თავად შეიტანა განაცხადი უფლებამოსილების მოხსნის თაობაზე, პარლამენტმა განაცხადი რომ არ დააკმაყოფილოს, მისი კონსტიტუციური უფლების დარღვევაა.
„როცა ოპოზიციის წარმომადგენლებმა პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე მიმართეს და უარი მიიღეს, ეს იყო კონსტიტუციური უფლების დარღვევა. მიმაჩნია, რომ ჩვენი მიმართვის დროს სადეპუტატო უფლებები დაირღვა. დღესაც მიმაჩნია, რომ ეს ნიკა მელიას სურვილი თუა, რაც განცხადებაში ასახა, ეს თხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს. ვხედავთ, რომ სასამართლო პროცესების დაჩქარება ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის შემთხვევაში მოხდა. ხელისუფლება ყველა ბერკეტს იყენებს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. ამ შემთხვევაში განსხვავებულ საქმესთან გვაქვს საქმე. ნიკა მელიამ თავად შეიტანა განაცხადი უფლებამოსილების მოხსნის თაობაზე, პარლამენტმა ეს განაცხადი რომ არ დააკმაყოფილოს, მისი კონსტიტუციური უფლების დარღვევაა. ის, რომ სასამართლოს პოტენციური გამოყენება მოხდეს ოპოზიციონერი დეპუტატების წინააღმდეგ, ეს ვიცით, რადგან ეს ის რეალობაა, რაშიც გვიწევს ყოფნა“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს დღეს განიხილავს.
ნიკა მელიამ საპარლამენტო მანდატის დატოვების თხოვნით პარლამენტს 29 ივლისს მიმართა.