სალომე სამადაშვილი - რთულია, პოლიტიკურ მოტივაციას არ დაუკავშირო, რაც მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გარშემო ხდება
სალომე სამადაშვილი - რთულია, პოლიტიკურ მოტივაციას არ დაუკავშირო, რაც მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გარშემო ხდება

რთულია, პოლიტიკურ მოტივაციას არ დაუკავშირო, რაც დღეს მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გარშემო ხდება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტიკურ პროცესში ჩაბმის შესახებ განცხადების შემდეგ, ხაზარაძისა და ჯაფარიძის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა გააქტიურდა.

„ძალიან რთულია, პოლიტიკურ მოტივაციას არ დაუკავშირო ის, რაც დღეს მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის გარშემო ხდება. ნათელია, მას შემდეგ, რაც განაცხადი გააკეთეს, რომ პოლიტიკურ პროცესში აქტიურად ჩაბმას აპირებენ, ამას მათ წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის გააქტიურება მოჰყვა. ივანიშვილი რეალურად ცდილობს, ყველა პოლიტიკური და პოტენციური მოწინააღმდეგე გაანეიტრალოს“, – აღნიშნა სამადაშვილმა.

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 24 ივლისს წარედგინათ, ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.