სალომე სამადაშვილი - როდესაც ძალის გამოყენებაზე სახელმწიფოს მონოპოლია საფრთხის ქვეშ დგება, რეაგირება უნდა იყოს ბევრად ადეკვატური
როდესაც სახელმწიფოს მონოპოლია ძალის გამოყენებაზე საფრთხის ქვეშ დგება, ვფიქრობ, რეაგირება უნდა იყოს ბევრად უფრო ადეკვატური, ვიდრე დღემდე ვნახეთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ლევან ვასაძეს სერიოზულ პოლიტიკურ ფიგურად ვერ აღიქვამს.
„ეს არის რუსეთის დაკვეთა და შესაბამისად, ყველა ეს ადამიანი ასრულებს რუსეთის დავალებას. რაც შეეხება ვასაძეს, მე მას ვერ აღვიქვამ სერიოზულ პოლიტიკურ ფიგურად.
როდესაც ისმის მოწოდებები პარალელური დაჯგუფებების შექმნის თაობაზე და სახელმწიფოს, ასე ვთქვათ, მონოპოლია ძალის გამოყენებაზე დგება საფრთხის ქვეშ, ვფიქრობ, სახელმწიფოს რეაგირება უნდა იყოს ბევრად უფრო ადეკვატური ვიდრე ჩვენ ეს დღემდე ვნახეთ“,- განაცხადა სამადაშვილმა.
ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ გუშინ, ვერის ბაღში გამართულ აქციაზე განაცხადა, რომ „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ თბილისში სახალხო რაზმების ორგანიზება მოხდება.
ამასთან, აღნიშნულ განცხადებაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.