სალომე სამადაშვილი - როცა პრობლემას წლების განმავლობაში უკეთებ იგნორირებას, როგორც დავით გარეჯის შემთხვევაში, შედეგები ადრე თუ გვიან დადგება
სალომე სამადაშვილი - როცა პრობლემას წლების განმავლობაში უკეთებ იგნორირებას, როგორც დავით გარეჯის შემთხვევაში, შედეგები ადრე თუ გვიან დადგება

როდესაც რაღაც პრობლემას წლების განმავლობაში უკეთებ იგნორირებას, შედეგი ადრე თუ გვიან დადგება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა დავით გარეჯთან დაკავშირებულ საკითხზე კომენტირებისას.

მისი თქმით, ასე მოხდა დავით გარეჯის შემთხვევაში.

„საერთოდ, როდესაც რაღაც პრობლემას გაუკეთებ იგნორირებას წლების განმავლობაში, როგორც ეს მოხდა დავით გარეჯის შემთხვევაში, რომ წლებია, არ უმუშავია შესაბამის კომისიას და წლებია, ამ საკითხზე არავის უწარმოებია არანაირი პოლიტიკა, რომელიც რაღაც დასკვნამდე მივიდოდა, ამის შედეგები ადრე თუ გვიან დადგება. რეალურად, ჩვენ ვხედავთ შედეგს ხელისუფლების მხრიდან ძალიან სერიოზულად ჩაგდებული პოლიტიკის ამასთან მიმართებაში და ძალიან სამწუხაროა, რომ ასე დაიძაბა ვითარება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა დეპუტატმა.

სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ უნდა გააქტიურდეს საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის მუშაობა.

„კომისიის მუშაობა, რა თქმა უნდა, უნდა გააქტიურდეს, მაგრამ ვხედავთ, რომ ახლა ეს არის უკვე ხანძრის ჩახშობის მცდელობა რეალურად, როდესაც  შეიძლებოდა, საქმე აქამდე არ მისულიყო“, – განაცხადა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა.