სალომე სამადაშვილი - რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა დღის წესრიგში რჩება, ვნახოთ, სად მივალთ ამ პოლიტიკური პროცესის ბოლოს
სალომე სამადაშვილი - რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა დღის წესრიგში რჩება, ვნახოთ, სად მივალთ ამ პოლიტიკური პროცესის ბოლოს

ოპოზიციონერი დეპუტატის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა კვლავ დგას დღის წესრიგში.

როგორც სამადაშვილმა განაცხადა, რამდენად რეალური იქნება ვადამდელი არჩევნების ჩატარება, ეს პოლიტიკური პროცესია.

„რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა დღის წესრიგში დგას ფაქტობრივად უკანასკნელი საპარლამენტო არჩევნების დღიდან და დღის წესრიგში რჩება. რამდენად რეალური იქნება ვადამდელი არჩევნების ჩატარება უკვე პოლიტიკური პროცესია. ჩემი აზრით, ქვეყანას გადატვირთვა სჭირდება. ამ გადატვირთვისთვის ვადამდელი არჩევნები იქნებოდა ყველაზე სწორი ნაბიჯი, თუმცა ცხადია, რომ ოპოზიციას არ შეუძლია, ცალმხრივად მიიღოს ეს გადაწყვეტილება. ვნახოთ, სად მივალთ ამ პოლიტიკური პროცესის ბოლოს, მაგრამ ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა ცხადია დღის წესრიგში რჩება“, – განაცხადა სამადაშვილმა.