სალომე სამადაშვილი - რა ბედნიერებაა, როდესაც ევროკავშირისა და ამერიკის მედიაციით მიღწეული შეთანხმების ხელმოწერის გამო, თავს გესხმის ის, ვინც გავრილოვის პარლამენტიდან გაგდებაზე მოსკოვში ბოდიშებს იხდიდა
მიყვარს ყველაფერი თავის ადგილზე როდესაც დგება, იცი, რომ ისტორიის სწორ მხარეს ხარ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„რა ბედნიერებაა, ევროკავშირისა და ამერიკის მედიაციით მიღწეული შეთანხმების ხელმოწერის გამო, თავს როდესაც გესხმის ის, ვინც შენს მიერ გავრილოვის პარლამენტიდან გაგდებაზე ბოდიშებს იხდიდა მოსკოვში, ომის დაწყებას გაბრალებდა, პოზნერის ეთერებიდან არ დგებოდა. მიყვარს ყველაფერი თავის ადგილზე როდესაც დგება. იცი, რომ ისტორიის სწორ მხარეს ხარ“, – წერს სალომე სამადაშვილი „ფეისბუქზე“.
რა ბედნიერებაა, ევროკავშირის და ამერიკის მედიაციით მიღწეული შეთანხმების ხელმოწერის გამო, თავს როდესაც გესხმის ის, ვინც…
Posted by Salome Samadashvili on Monday, April 26, 2021