სალომე სამადაშვილი - ჩემთვის ამოსავალი წერტილია, სრულდება თუ არა სახალხო დამცველის რეკომენდაცია მიხეილ სააკაშვილის მკურნალობისა და პატიმრობის პირობებთან დაკავშირებით
ჩემთვის ამოსავალი წერტილია, სრულდება თუ არა სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაცია მიხეილ სააკაშვილის მკურნალობასთან და მისი პატიმრობის პირობებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომესამადაშვილმა მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, არსებულ მძიმე ვითარებაში ერთადერთი კომპეტენტური ინსტიტუცია, რომლის დასკვნასაც აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, ეს არის სახალხო დამცველის შესაბამისი რეკომენდაცია.
„ვნახეთ, რომ სახალხო დამცველის დასკვნა არის მკვეთრად უარყოფითი, რაც შეეხება გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას, ვფიქრობ, რომ ხელისუფლებამ ამაზე ადეკვატური პასუხი უნდა გასცეს, რადგან ამ რეალურად დამოუკიდებელი ინსტიტუტის დაკნინება აჩვენებს იმას, რომ „ქართულ ოცნებას“ არ აქვს არანაირად დღის წესრიგში ის, რომ ჩვენ, როგორც სახელმწიფომ მოვძებნოთ გამოსავალი იმ ურთულესი მდგომარეობიდან, რომელიც არის მესამე პრეზიდენტის პატიმრობისა და შიმშილობის ფაქტთან დაკავშირებით“, – განაცხადა სამადაშვილმა.