სალომე სამადაშვილი - პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარს დავუჭერთ, მაგრამ ივანიშვილი შეინარჩუნებს ძალაუფლებას და სწორედ ეს არის საფრთხე
სალომე სამადაშვილი - პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარს დავუჭერთ, მაგრამ ივანიშვილი შეინარჩუნებს ძალაუფლებას და სწორედ ეს არის საფრთხე

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარს დავუჭერთ, მაგრამ ივანიშვილი შეინარჩუნებს ძალაუფლებას და სწორედ ეს არის საფრთხე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა თბილისში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ, რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.

ამასთან, როგორც სამადაშვილმა განაცხადა, რაც უფრო მეტად ეცდება მთავრობა დემოკრატიისთვის წინაღობის შექმნას, უფრო მეტად გაიზრდება იმ კრიზისის ფასი, რომელიც ქვეყენაში იქნება.

„საქართველოს მთავრობის სამიზნე მხოლოდ დემოკრატიული ოპოზიცია არ არის. ეს არის ასევე დამოუკიდებელი მედია, რომელიც მზარდი ზეწოლის ქვეშ არის. მთავარი დამოუკიდებელი არხი „რუსთავის 2“, სამწუხაროდ, უკვე წაიღეს. ასევე ბიზნესი არის ზეწოლის ქვეშ, რადგან ისინი წარმოადგენენ ამ რეჟიმისთვის პოტენციურ გამოწვევას. ივანიშვილი, რომლის აქციების ფასი საზოგადოებაში იკლებს, აპირებს მისი ძალაუფლებისთვის საფრთხის შემცველის, ყველა პოტენციური, სერიოზული მოწინააღმდეგის დევნას. მათ შორის ძლიერი ოპოზიციის, რომელსაც შეუძლია, ალტერნატიული პოლიტიკური დღის წესრიგის მამოძრავებელი გახდეს.

ამავე დროს, ჩვენ დაგვპირდნენ სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემას. ჩვენ ამას მხარს ვუჭერთ და აუცილებლად მივცემთ ხმას პარლამენტში კენჭისყრისას. მოდით, მკაფიოდ ვთქვათ, რომ ის, რასაც ივანიშვილი ელოდება, იმ პირობებშიც კი, როდესაც ივანიშვილის ფასი ქართულ საზოგადოებაში იკლებს, ის მაინც რაღაცნაირად შეინარჩუნებს ძალაუფლებას არჩევნების შემდეგ. სწორედ ეს არის საფრთხე და ამიტომ არის მოსალოდნელი კრიზისი უახლოეს თვეებში. ქვეყნის მართვა ბიზნესკორპორაციასავით დაუშვებელია. საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც აქ მთავარი მოთამაშეები არიან, საკუთარი ლოგიკა აქვთ. რაც უფრო მეტად ეცდება მთავრობა დემოკრატიისთვის წინაღობის შექმნას, უფრო მეტად გაიზრდება ფასი იმ კრიზისისა, რომელიც ქვეყენაში იქნება. ეს კრიზისის სარგებელს მოუტანს მხოლოდ რუსეთს და ძირს გამოუთხრის დემოკრატიულ პროცესებს, ძირს გამოუთხრის ჩვენს პროგრესს ნატო-სა და ევროკავშირისკენ გზაზე. ვფიქრობ, უახლოეს თვეებში საერთაშორისო საზოგადოების როლი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ეს საზოგადოება ასრულებს არბიტრის როლს და მათ უნდა უზრუნველყონ. რომ საქართველოში თამაშის სამართლიანი წესები იქნება, რომ საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ საშუალება, აირჩიონ ის მთავრობა, რომელიც მათ ნებას გამოხატავს. საქართველოს მოქალქეებს საერთაშორისო საზოგადოების დიდი იმედი აქვთ“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.