სალომე სამადაშვილი - ოპოზიცია ხვალ დარეგისტრირდება პარლამენტში, შედეგად, გადაიდგმება ნაბიჯი გიორგი რურუას შეწყალების სახით, ამნისტიის შესახებ კანონპროექტზე კონსულტაციები გაგრძელდება
ეს ამნისტია ვერანაირად დაიცავს ვერავის, ვინც არის პასუხისმგებელი ადამიანების სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებაზე და შესაბამისად, ვერ დაიცავს ვერც იმ ადამიანებს, ვინც გასცა ეს ბრძანება. ის ადამიანები, ვინც არიან დასახიჩრებული, ამ ამნისტიის შედეგად, მათ დასახიჩხერაზე პასუხისმგებელი პირები არ იქნებიან დაცულნი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
სალომე სამადაშვილის თქმით, მსგავსი პოზიცია აქვს „ქართული ოცნებასაც“.
„რაც შეეხება იურიდიულ ტექნიკას, როგორ გაიწერება საბოლოოდ ამნისტიის კანონპროექტი, ამაზე ხვალ გავაგრძელებთ საუბარს და კონსულტაციებს. ხვალ იწყება შეთანხმების შესრულება, ოპოზიცია დარეგისტრირდება პარლამენტში და ამის შედეგად გადაიდგმება პირველი ნაბიჯი გიორგი რურუას შეწყალების სახით. რაც შეეხება ამნისტიის შესახებ კანონპროექტს, ამაზე გაგრძელდება ხვალ კონსულტაციები. ჩვენ პატივს ვცემთ და ვიზიარებთ ნიკას აზრს. გვექნება მსჯელობა და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“, – განაცხადა სამადაშვილმა.