სალომე სამადაშვილი - „ოცნება“ რომ ძალადობრივი ჯგუფია, მოისმენთ რეზოლუციაში, ტექსტი ნანახი თუ არ გაქვთ, ცუდია, მაგრამ პრეტენზია შეიძლება, ჩემ თავთან მქონდეს, ჩემი ყოფილი თანამშრომლები გყავთ ევროკავშირთან ურთიერთობებისთვის
სალომე სამადაშვილი - „ოცნება“ რომ ძალადობრივი ჯგუფია, მოისმენთ რეზოლუციაში, ტექსტი ნანახი თუ არ გაქვთ, ცუდია, მაგრამ პრეტენზია შეიძლება, ჩემ თავთან მქონდეს, ჩემი ყოფილი თანამშრომლები გყავთ ევროკავშირთან ურთიერთობებისთვის

თქვენ რომ ძალადობრივი პოლიტიკური ჯგუფი ხართ, ხვალ მოისმენთ ევროპარლამენტარების მიერ მიღებულ რეზოლუციაში, ეს ტექსტი ნანახი თუ არ გაქვთ, ცუდია, მაგრამ პრეტენზია შეიძლება, მხოლოდ ჩემს თავთან მქონდეს, რადგან ჩემი ყოფილი თანამშრომლები  გყავთ გამწესებული ევროკავშირთან ურთიერთობებისთვის, – ასე მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა შალვა პაპუაშვილს.

როგორც სალომე სამადაშვილმა განაცხადა, „ქართულმა ოცნებამ“ ძალადობაზე უარი უნდა თქვას.

„თქვენ თუ გვიყენებთ პირობებს, ჩვენს გვაქვს პირობები და ეს არის ძალადობაზე უარის თქმა „ქართული ოცნების“ მიერ. თქვენ რომ ძალადობრივი პოლიტიკური ჯგუფი ხართ, ამას ხვალ მოისმენთ ევროპარლამენტარების მიერ მიღებულ რეზოლუციაში. არ ვიცი, ეს ტექსტი ნანახი გაქვთ თუ არა, თუ არ გაქვთ ცუდია, მაგრამ პრეტენზია შეიძლება, მხოლოდ ჩემს თავთან მქონდეს, რადგან ჩემი ყოფილი თანამშრომლები  გყავთ გამწესებული და დაქირავებული ევროკავშირთან ურთიერთობებისთვის. რაც შეეხება ბერძენიშვილთან დაკავშირებით განცხადებას, გირჩევდით, ბატონო შალვა, დაიქირაოთ ლევან ბერძენიშვილი და თქვენი უმრავლესობის წევრები ავარჯიშოს ლოგიკურ მეტყველებაში და განათლება იქნებ დაჩქარებული კურსით მისცეს, რომ მულტფილმების ციტირება არ სჭირდებოდეთ საკუთარი სიტყვის თქმისას, რაც ძალიან სირცხვილია“, – განაცხადა სამადაშვილმა.