სალომე სამადაშვილი - ნუ შევიყვანთ საზოგადოებას შეცდომაში, რომ მაჟორიტარებზე გადის არჩევნების ბედი
სალომე სამადაშვილი - ნუ შევიყვანთ საზოგადოებას შეცდომაში, რომ მაჟორიტარებზე გადის არჩევნების ბედი

არ მივიღებთ არანაირ გადაწყვეტილებას, რაც ჩვენს ინტერესებს დააზიანებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა მაჟორიატრი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ხელისუფლების დამარცხებისთვის მნიშვნელოვანია პროპორციული არჩევნების გზით მიღებული შედეგი.

„ბიძინა ივანიშვილის დასამარცხებლად გადამწყვეტია შედეგები, რომელსაც პროპორციული არჩევნების გზით პოლიტიკური პარტიები აჩვენებენ. ამიტომ ნუ მოვატყუებთ ჩვენს საზოგადოებას, რომ მაჟორიტარებს აქვთ გადამწყვეტი როლი – არც ამ არჩევნებში აქვთ, არც წინა არჩევნებში და არ იმის წინა არჩევნებში ჰქონდათ“, – აცხადებს დეპუტატი.

როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, არჩევნების ბედს მაჟორიტარები არ წყვეტენ.

„ჩვენ არანაირ გადაწყვეტილებას არ მივიღებთ, რაც დააზიანებს ჩვენს ინტერესებს. რაც შეეხება პარტიული პროპორციული სიით რაც შეიძლება მეტი მხარდაჭერის მოპოვებას, ვინაიდან ბიძინა ივანიშვილი, პირველ რიგში, უნდა დავამარცხოთ სწორედ პროპორციული არჩევნების გზით, არა მხოლოდ „ნაციონალურმა მოძრაობამ”, არამედ სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა ერთად უნდა ავიღოთ მეტი ხმები პროპორციულ არჩევნებში, ვიდრე „ქართულმა ოცნებამ“. ნუ შევიყვანთ საზოგადოებას შეცდომაში, რომ მაჟორიტარებზე გადის არჩევნების ბედი“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.