სალომე სამადაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ რაც უფრო სწრაფად ჩაერთვება საპარლამენტო საქმიანობაში, მით უკეთესი იქნება ამ პარტიისთვის და მისი პოლიტიკური ინტერესებისთვის
სალომე სამადაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ რაც უფრო სწრაფად ჩაერთვება საპარლამენტო საქმიანობაში, მით უკეთესი იქნება ამ პარტიისთვის და მისი პოლიტიკური ინტერესებისთვის

„ნაციონალური მოძრაობა“ რაც უფრო სწრაფად ჩაერთვება საპარლამენტო საქმიანობაში, მით უკეთესი იქნება ამ პარტიისთვის და მისი პოლიტიკური ინტერესებისთვის, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

როგორც სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, საკანონმდებლო ორგანოში არის ძალიან დატვირთული დღის წესრიგი და ძალიან სწრაფად არის გასატარებელი საარჩევნო რეფორმა, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის.

„ჩემი აზრი არის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რაც უფრო სწრაფად ჩაერთვება საპარლამენტო საქმიანობაში, მით უკეთესი იქნება ამ პარტიისთვის და მისი პოლიტიკური ინტერესებისთვის. ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი პარლამენტში და ეს დღის წესრიგი, რა თქმა უნდა, ყველა შემთხვევაში შესრულდება, მიუხედავად იმისა, „ნაციონალური მოძრაობა“ რა გადაწყვეტილებას მიიღებს“, – განაცხადა სამადაშვილმა.