სალომე სამადაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ დღეიდან ოფიციალურად ტოვებს
დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით „ნაციონალურ მოძრაობას“ დღეს ოფიციალურად მიმართა.
ამის შესახებ თავად სამადაშვილმა განაცხადა. სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მიშელის დოკუმენტზე ხელის არ მოწერა უხეში პოლიტიკური შეცდომაა.
სამადაშვილის განმარტებით, ნიკა მელიასთვის მისი პოზიცია გასაგებია.
„მქონდა გრძელი სატელეფონო საუბარი და შევთანხმდით. მისთვის გასაგებია ჩემი პოზიცია, ჩემთვის გასაგებია მისი პოზიცია. რა თქმა უნდა, ჩვენ ვრჩებით მეგობრებად, მაგრამ პარტიულად დღეს ჩვენი გზები იყრება. მე დღეს ოფიციალურად მივმართე „ნაციონალურ მოძრაობას“ იმის თაობაზე, რომ პარტიას ვტოვებ. უხეშ პოლიტიკურ შეცდომად მიმაჩნია ის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელი არ მოაწერა მიშელის დოკუმენტს. მიმაჩნია, რომ ამან შეუძლებელი გახადა ჩემი თანამშრომლობა პარტიასთან, მათ შორის განსაკუთრებით იმიტომ, რომ მე ვიყავი ერთ-ერთი მომლაპარაკებელი. ვფიქრობ, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ეს გადაწყვეტილება არის ძალიან დამაზიანებელი, ყოველ შემთხვევაში, მე მიმაჩნია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან დიდი შეცდომაა, რომ დღემდე ამ დოკუმენტს არ აქვს „ნაციონალური მოძრაობისგან“ ოფიციალური ხელმოწერა“, – განუცხადა სამადაშვილმა ტელეკომპანია „პირველს“.