სალომე სამადაშვილი - მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის თემა აქტიურად იყოს წარმოდგენილი საერთაშორისო დღის წესრიგში
სალომე სამადაშვილი – მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის თემა ძალიან აქტიურად იყოს წარმოდგენილი საერთაშორისო დღის წესრიგში, – ამის შესახებ ფრაქცია „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საკითხების ირგვლივ საერთაშორისო ასპარეზზე გაკეთებული განცხადებები რუსეთისთვის გზავნილია.
„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის თემა ძალიან აქტიურად იყოს წარმოდგენილი საერთაშორისო დღის წესრიგში, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთს არანაირი პოლიტიკური ფასის გადახდა არ უწევს, როცა ჩვენი მოქალაქეების უფლებები ირღვევა, გრძელდება კვლავ უკანონო დაპატიმრება. როცა ყოველ ჯერზე საერთაშორისო ასპარეზზე კეთდება შესაბამისი განცხადება, ეს არის გზავნილი რუსეთისთვის. ცხადია, მნიშვნელოვანია ჩართულობა. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება საკმარისს არ აკეთებს, რათა ჩვენი ოკუპაციის თემა რეალურად დღის წესრიგში შევიდეს“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.