სალომე სამადაშვილი - მმართველი გუნდი „ნაციონალური მოძრაობის“ დასრულებაზე როცა საუბრობს, ნახევარ მილიონ მოქალაქეს ეუბნება, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრების უფლება არ აქვთ
გზა თუ არ მოვძებნეთ, რომ ქვეყანაში დასრულდეს პოლიტიკური ნიშნით მართლმსაჯულება და ანგარიშსწორება, ჩვენ ვერ შევძლებთ, ქვეყანა წინ წავიდეს, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ვერაფერს სთავაზობს საზოგადოებას, გარდა სიძულვილის ენისა.
„შესაბამისად, ყველა განცხადება, ვინც არ უნდა აკეთებდეს და რომელიც არის მიმართული სწორედ იმ მიზნისკენ, რომ დასრულდეს პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დიფერენციაცია ყველა დონეზე, მათ შორის მნიშვნელოვანია, საჯარო სამსახურთან დაკავშირებით პოლიტიზირების პროცესის დასრულება, რადგნ ეს პირდაპირ სახელმწიფოს ანგრევს და პირდაპირ ჩიხში შეჰყავს მართვის პროცესი. ამიტომ, მიხეილ სააკაშვილის განცხადება არის მნიშვნელოვანი.
სამწუხაროა, რომ „ქართული ოცნება“ ვერაფერს სთავაზობს საზოგადოებას, გარდა სიძულვილის ენისა. როცა ხელისუფლება აცხადებს, რომ ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალას დაასრულებს, ის არ ემუქრება ამ პოლიტიკური ძალის ლიდერებს, არამედ მოქალაქეებს, რომლებიც საკუთარ მხარდაჭერას აფიქსირებენ ამ პარტიის მიმართ. როცა მმართველი გუნდი „ნაციონალური მოძრაობის“ დასრულებაზე საუბრობს, რეალურად, ნახევარ მილიონ მოქალაქეს ეუბნება, რომ მათ ამ ქვეყანაში ცხოვრების და არსებობის უფლება არ აქვთ და ეს პირდაპირ ზრდის პოლარიზებას და ჩიხში შეჰყავს ქვეყნის მომავალი“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.