სალომე სამადაშვილი მიხეილ ყაველაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ჩამორთმევას ითხოვს
სალომე სამადაშვილი მიხეილ ყაველაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ჩამორთმევას ითხოვს

ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ჩამორთმევას ითხოვს.

სალომე სამადაშვილმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას ოპოზიცია გააკრიტიკა იმ განცხადებებისთვის, რომლის მიხედვითაც ხელისუფლება რუსულ საქმეს აკეთებს. აღნიშნული განცხადებისას ყაველაშვილმა შეიგინა.

„ჩვენ პარლამენტში ამ სხდომას ვერ გავაგრძელებთ, ვიდრე დღის წესრიგში არ დადგება ყაველაშვილისთვის მისი დეპუტატის უფლებამოსილების ჩამორთმევის საკითხი. ეს არის ჩვენი მოთხოვნა“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.