სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილმა პატრიარქზე განცხადებით გამოხატა სურვილი, რომ საქართველოს ეკლესია იქნება ქართველი ხალხის გვერდით
სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილმა პატრიარქზე განცხადებით გამოხატა სურვილი, რომ საქართველოს ეკლესია იქნება ქართველი ხალხის გვერდით

ოპოზიციონერი დეპუტატის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პატრიარქზე განცხადებით გამოხატა სურვილი, რომ საქართველოს ეკლესია იქნება ქართველი ხალხის გვერდით.

სამადაშვილს კითხვა დაუსვეს საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ლონდონში, Chatham House-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც საქართველოს ეკლესიის როლის შესახებ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ აღნიშნა: „ეკლესიასთან დაკავშირებით კომპლექსური ვითარებაა, ერთ-ერთი მიზეზია პატრიარქის სისუსტე. ვიმედოვნებ, ეკლესია შეძლებს, აირჩიოს პროქართველი, პროევროპელი და არა პრორუსი პატრიარქი“.

„მე როგორც მესმის, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა გამოხატა იმედი და სურვილი, რომ საქართველოს ეკლესია იქნება ქართველი ხალხის გვერდით იმ მთავარი ამოცანის შესასრულებლად, მთავარი ეროვნული მიზნის განხორციელებაში, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ – ჩვენი ქართველი ხალხის მომავალი არის ევროკავშირში“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.