სალომე სამადაშვილი - მიგვაჩნია, რომ საქართველოში დემოკრატიის გადასარჩენად მნიშვნელოვანია ოპოზიციის პრინციპული პოზიცია
სალომე სამადაშვილი - მიგვაჩნია, რომ საქართველოში დემოკრატიის გადასარჩენად მნიშვნელოვანია ოპოზიციის პრინციპული პოზიცია

ჩვენთვის მნიშვნელოვანია საპარლამენტო ტრიბუნა და საპარლამენტო საქმიანობა, თუმცა ამაზე გაცილებით მნიშვნელოვანია ქვეყანაში აღდგეს პოლიტიკური პროცესი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

როგორც სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, ყველა დასავლელი პარტნიორის რჩევა და აზრი არის ძალიან მნიშვნელოვანი.

„მიგვაჩნია, რომ საქართველოში დემოკრატიის გადასარჩენად მნიშვნელოვანია ოპოზიციის პრინციპული პოზიცია, თუ ჩვენ ვერ მივიღებთ იმგვარ გარემოს, რომელშიც პოლიტიკურ საქმიანობას აზრი ექნება, შესაბამისად, არც პარლამენტში საქმიანობას ექნება აზრი. ამიტომ არის გადამწყვეტი ამ მოლაპარაკებებზე რაიმე შედეგის დადება. წინააღმდეგ შემთხვევაში „ქართული ოცნება“ დარჩება მარტო პარლამენტში და ეს ყველაფერი მაინც დამთავრდება ვადამდელი არჩევნებით“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.