სალომე სამადაშვილი - მე დაკავებული ვარ ჩემი ქვეყნის პრობლემებით, ეს არის ჩვენი საზრუნავი და ამიტომ ვერაფერს ვიტყვი სააკაშვილის განცხადებაზე
„ლელოს“ წევრი სალომე სამადაშვილი მიხეილ სააკაშვილის განცხადების კომენტირებისგან თავს იკავებს.
სამადაშვილის თქმით, ის ქვეყნის პრობლემებით არის დაკავებული.
„მე დაკავებული ვარ ჩემი ქვეყნის პრობლემებით, იმით, რომ საქართველო დღეს არის უპრეცედენტო გამოწვევის წინაშე, იმით, რომ ჩვენს ქვეყანას სჭირდება კანდიდატის სტატუსის მიღება, სჭირდება უსაფრთხოების გარანტიების განმტკიცება იმ საფრთხეების ფონზე, რომელიც რუსეთში შეიძლება განვითარდეს უახლოეს მომავალში. ეს არის ჩვენი საზრუნავი და ამიტომ ვერაფერს ვიტყვი სააკაშვილის განცხადებაზე“, – განაცხადა სამადაშვილმა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს: „ახლა, როგორც არასდროს, გვჭირდება, გავაცოცხლოთ და ავაღორძინოთ იმამ შამილის, ბაისანგურის, ჯოხარ დუდაევის და წინააღმდეგობის მილიონობით გმირის სულისკვეთება“.