სალომე სამადაშვილი - მარტო კაგებე-ს არა, ცეერუ-ს აგენტებიც ვართ და თან ზანგები
სალომე სამადაშვილი - მარტო კაგებე-ს არა, ცეერუ-ს აგენტებიც ვართ და თან ზანგები

მინდა, ბატონ ემზარ კვიციანს ვუთხრა, რომ მარტო კაგებე-ს არა, ცეერუს აგენტებიც ვართ და თან ზანგები, თუ ვერ შეამჩნიეთ აქამდე – ამის შესახებ პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატ ემზარ კვიციანის განცხადებას უპასუხა. ემზარ კვიციანმა აღნიშნა, რომ მხოლოდ გრიგოლ ვაშაძე კი არა „ნაციონალების“ მთელი ჯგუფი „კაგებეშნიკები“ არიან.