სალომე სამადაშვილი - „ლელო“ მზად არის თანამშრომლობისთვის პარტიებთან, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ დღეს გარღვევა პოლიტიკაში არის სწორედ ახალი ალტერნატივის შეთავაზება ქართველი ხალხისთვის
სალომე სამადაშვილი - „ლელო“ მზად არის თანამშრომლობისთვის პარტიებთან, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ დღეს გარღვევა პოლიტიკაში არის სწორედ ახალი ალტერნატივის შეთავაზება ქართველი ხალხისთვის

„ლელოს“ პოზიცია არჩევნებისთვის მზადებასთან დაკავშირებით ცნობილია, ჩვენი ამოცანა არის ჩვენი პარტიული გაძლიერება და ამაზე ძალიან აქტიურად მუშაობს პარტია, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

სამადაშვილის თქმით, დღეს საზოგადოებისთვის საჭიროა ახალი ალტერნატივის შეთავაზება.

„ჩვენი კარი არის ღია თანამშრომლობისთვის იმ პარტიებთან, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ დღეს საქართველოში ხელისუფლების შესაცვლელად ძალიან მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, დღევანდელი რუსული ხელისუფლების დამარცხება, მაგრამ, მეორე მხრივ, „ნაციონალური მოძრაობისგან“ ალტერნატიული შეთავაზების მომზადება ქართველი ხალხისთვის, რომელთა 60 პროცენტი ამბობს, რომ არც დღევანდელი რუსული ხელისუფლება უნდა, მაგრამ არც „ნაციონალურ მოძრაობას“ არ ენდობა. ამიტომ ჩვენ ვაძლიერებთ „ლელოს“ და მზად ვართ თანამშრომლობისთვის პარტიებთან, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ დღეს გარღვევა პოლიტიკაში არის სწორედ ახალი ალტერნატივის შეთავაზება ქართველი ხალხისთვის“, – განაცხადა სამადაშვილმა.