სალომე სამადაშვილი - ხუთი პუნქტიდან სამი შეიძლება, ითქვას, შეთანხმებულია, შესაბამისად, უფრო მარტივი იქნება ორ შეუთანხმებელ პუნქტზე განახლებული წინადადების განხილვა
ჩვენთვის გადამწყვეტი საკითხია პოლიტპატიმრების განთავისუფლება და ვადამდელი არჩევნების თემის ასახვა, ველოდებით განახლებული პროცესის საბაზისო დოკუმენტს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, სალომე სამადაშვილმა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში შეხვედრის დაწყების წინ აგანაცხადა.
„ცნობილია ჩვენი პოზიცია. იმ საბოლოო დოკუმენტიდან, რომელიც იყო მაგიდაზე უკანასკნელი მოლაპარაკებების რაუნდზე, ჩვენთვის არ არის ორი პუნქტი იქიდან მისაღები, პოლიტპატიმრებისა და ვადამდელი არჩევნების თემასთან დაკავშირებით, ამიტომ ველოდებით ამ განახლებული პროცესის საბაზისო მოლაპარაკებების დოკუმენტს. ჩვენთვის გადამწყვეტი საკითხია პოლიტპატიმრების განთავისუფლება და ვადამდელი არჩევნების თემის შეთანხმების საბოლოო დოკუმენტში ასახვა. ვფიქრობ, ალბათ კორექტირებები უნდა შევიდეს იმ დოკუმენტში, რომელიც იყო წინა ჯერზე მოლაპარაკების საფუძველი, სამი პუნქტი ამ ხუთი პუნქტიდან შეიძლება, ითქვას შეთანხმებულია. შესაბამისად, უფრო მარტივი იქნება ორ შეუთანხმებელ პუნქტთან დაკავშირებით რაიმე განახლებული წინადადების განხილვა“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.