სალომე სამადაშვილი - ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლიდან პირველ ექვს თვეში პენსია გაიზრდება 200 ლარით, კორუფციის აღმოფხვრა, რეალური ეკონომიკური ზრდა მოგვცემს პენსიის კიდევ გაზრდის შესაძლებლობას
სალომე სამადაშვილი - ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლიდან პირველ ექვს თვეში პენსია გაიზრდება 200 ლარით, კორუფციის აღმოფხვრა, რეალური ეკონომიკური ზრდა მოგვცემს პენსიის კიდევ გაზრდის შესაძლებლობას

„ლელოს“ აქვს საკუთარი ეკონომიკური ხედვა, როგორ უნდა გაიზარდოს საქართველოს ეკონომიკა ისე, რომ ქვეყნის ბიუჯეტის რეალური ზრდა გვაძლევდეს შესაძლებლობას, პენსია გაიზარდოს 1000 ლარამდე, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

„იმ კორუფციის აღმოფხვრით, რაზეც ჩვენ საუბრის შესაძლებლობას არ გვაძლევენ პარლამენტში, ხელისუფლებაში მოსვლიდან პირველ ექვს თვეში უკვე შესაძლებელი იქნება, დღეს რაც მიდის გომელაურის და სხვა კორუმპირებული ჩინოვნიკების ჯიბეში, ეს ფული წავიდეს პენსიონერების ჯიბეში და 200 ლარით გაიზარდოს პენსია. ამის შემდეგ რეალური ეკონომიკური ზრდა მოგვცემს შესაძლებლობას, რომ პენსია გავზარდოთ. მე ვერ მოვისმინე ამ ხელისუფლებისგან, რომელიც მხოლოდ საკუთარი ოჯახების ბიუჯეტების გაზრდაზე ზრუნავს, ჰპირდებიან თუ არა ვინმეს პენსიის გაზრდას და რამდენით“,- განაცხადა სამადაშვილმა.