სალომე სამადაშვილი - კარგი იქნება, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შემოვა, რადგან მოგვეცემა შესაძლებლობა, რომ მაგალითად, შევქმნათ საგამოძიებო კომისიები სხვადასხვა საკითხზე
კარგი იქნება, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შემოვა, რადგან მოგვეცემა შესაძლებლობა, რომ მაგალითად, შევქმნათ საგამოძიებო კომისიები სხვადასხვა საკითხზე, – ამის შესახებ ფრაქცია „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
ამასთან, მისივე თქმით, პარლამენტში დღეს ამნისტიის კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს და აღნიშნა, რომ მხარს უჭერს საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეას 19-20 ივნისის მოვლენების გამოძიების მიზნით.
„კარგი იქნება, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შემოვა, რადგან ჩვენ მოგვეცემა შესაძლებლობა, რომ მაგალითად, შევქმნათ საგამოძიებო კომისიები სხვადასხვა საკითხზე. მათ შორის, იცით, რომ დღეს მიმდინარეობს განხილვა ამნისტიის კანონპროექტის და იცით, რომ მხარს ვუჭერთ საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეას 19-20 ივნისის მოვლენების გამოძიების მიზნით. ამას ჩვენ ვერ მოვახერხებთ იმ შემთხვევაში, თუ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტაცია არ იქნება პარლამენტში წარმოდგენილი, რადგან დღეს ოპოზიციას ამისთვის საკმარისი ხმები არ აქვს. ამიტომ მიმაჩნია, რომ კარგი იქნება, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს, მაგრამ თუ ისინი თავისი პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე, ამაზე უარს იტყვიან, ეს არ ცვლის ჩვენს დღის წესრიგს პარლამენტში, რაც არის მიშელის გეგმის სწრაფი განხორციელების უზრუნველყოფა“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.