სალომე სამადაშვილი - ირაკლი კობახიძის თავმჯდომარეობის პირობებში „ქართულმა ოცნებამ“ მხარდამჭერის ისტორიულ მინიმუმს მიაღწია
სალომე სამადაშვილი - ირაკლი კობახიძის თავმჯდომარეობის პირობებში „ქართულმა ოცნებამ“ მხარდამჭერის ისტორიულ მინიმუმს მიაღწია

ირაკლი კობახიძის თავმჯდომარეობის პირობებში „ქართულმა ოცნებამ“ მიაღწია ისტორიულ მინიმუმ მხარდამჭერას, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

როგორც სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, დღეს ამომრჩევლების ძალიან მყარ უმრავლესობას სურს, ხელისუფლების შეცვლა, ამიტომ არ არსებობს არანაირი შესაძლებლობები „ქართული ოცნებისთვის“, რომ 2024-მდე შეინარჩუნოს ძალაუფლება.

„ეს ყველაფერი რაც ძალიან კარგად იცის კობახიძემ და ეს განცხადებები ემსახურება მათი პარტაქტივის მობილიზებას ადგილობრივი არჩევნებისთვის. ვპირდები, „ქართულ ოცნებას“, რომ ისინი ძალიან დამაჯერებლად წააგებენ მთელი ქვეყნის მასშტაბით“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ირაკლი კობახიძემ გუშინ განაცხადა, რომ 2024 წლამდე არავითარი რიგგარეშე არჩევნები არ იქნება.