სალომე სამადაშვილი - ინტელექტისგან დაცლილი პარტია, რაც უნდა გულმხურვალე მომხრეები ჰყავდეს, ვერ განვითარდება, თუმცა შესაძლოა, დარჩეს ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიად
სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში ერთ-ერთ მიზეზზე საუბრობს, თუ რატომ არ აპირებს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ დარჩენას.
„რა არის პარტიის ღირებულებები, რომლის პოლიტიკური საბჭოს წევრები ძალადობის მოწოდებებს წერენ საჯაროდ, ჩემთვის გაუგებარია. სიმართლე კი ისაა, რომ ინტელექტისგან დაცლილი პარტია, რაც არ უნდა გულმხურვალე მომხრეები ყავდეს, ვერ განვითარდება და ვერც მომავალს შექმნის, თუმცა, შესაძლოა დარჩეს ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიად, როგორც არის, უკვე დიდი ხანია“, – აღნიშნავს სალომე სამადაშვილი საკუთარ გვერდზე „ფეისბუქში“, ერთ-ერთ კომენტარში.