სალომე სამადაშვილი - ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევაზე განაცხადი ნაწილია იმ კოორდინირებული გეგმის, რომლითაც მოქმედებს რუსებისა და ფარცხალაძის ხელქვეითი „ქართული ოცნება“
შენი ქვეყნის ტერიტორიაზე რუსი ჯაშუში რომ მოქმედებს შენი სახელმწიფოს წინააღმდეგ, მოქალაქეობას რომ გაუუქმებ, აღარ გაინტერესებს, ის რას აკეთებს? ვის ატყუებენ, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრი სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევაზე განაცხადი იმ კოორდინირებული გეგმის ნაწილია, რომლითაც მოქმედებს რუსებისა და ფარცხალაძის ხელქვეითი „ქართული ოცნება“.
„ოთარ ფარცხალაძის შემთხვევაში მოქალაქეობის ჩამორთმევაზე განაცხადი არის იმ კოორდინირებული გეგმის ნაწილი, რომლითაც ახლა მოქმედებს ფარცხალაძის ხელქვეითი, რუსებისა და ფარცხალაძის ხელქვეითი პოლიტიკური ძალა, რომელსაც, საუბედუროდ, ჰქვია „ქართული ოცნება“. ეს ხალხი კოორდინირებულად მოქმედებს, რათა ფარცხალაძეს ჯერ შეუქმნას ყველანაირი პირობა, დაიცვას ყველანაირი ფინანსური აქტივები, შემდეგ რაც სჭირდება, გადააფორმოს საკუთარი ოჯახის წევრებზე, ამისთვის არღვევენ კონსტიტუციას და კანონს, შემდეგ აცხადებენ, რომ ახლა მოქალაქეობას გავუუქმებთ. თვეებია, იციან, რომ რუსეთის მოქალაქეა, რათა ამით თქვან, რომ ამ საკითხში ხელები დაუბანიათ.
გუშინ ხომ გითხრათ კობახიძემ, რომ აღარ არის ეს ჩვენი საქმე, თუ მოქალაქეობა გაუუქმდებაო, საერთოდ აღარც მტკიცებულებები გვინდა და საერთოდ აღარაფერი გვაინტერესებს ამ კაცთან დაკავშირებითო. შენს ქვეყანაში, სახელმწიფოში, ტერიტორიაზე რუსი ჯაშუში რომ მოქმედებს შენი სახელმწიფოს წინააღმდეგ, მოქალაქეობას რომ გაუუქმებ, აღარ გაინტერესებს, ის რას აკეთებს? ვის ატყუებენ? რეალობა არის სხვა. დაუქნიეს ხელი ღარიბაშვილს, სადაც იყო ჩასული იქ და დღეს სხვანაირად ალაპარაკდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მუშტს იღერბეენ ხოლმე აშშ-ის წინააღმდეგ ამ ტრიბუნიდან კომიკური პერსონაჟები, „ქართული ოცნების“ გუნდის წარმომადგენლები. ახლა ვნახეთ, როგორ ჩადგა მწყობრში მათი რიტორიკა, რომ თურმე აღარ სჭირდებათ აშშ-დან მტკიცებულებები“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.