სალომე სამადაშვილი - ევროკავშირის გეოპოლიტიკური მოსაზრებები ძალიან მნიშვნელოვანია, ეს მოსაზრებები მიმართულია, რომ საქართველო არ დარჩეს ევროპული მომავლის მიღმა
სალომე სამადაშვილი - ევროკავშირის გეოპოლიტიკური მოსაზრებები ძალიან მნიშვნელოვანია, ეს მოსაზრებები მიმართულია, რომ საქართველო არ დარჩეს ევროპული მომავლის მიღმა

არაორდინალური ვითარებაა, მგონი, პირველად ევროკავშირის ისტორიაში არის ისეთი მდგომარეობა, რომ განაცხადი შეიტანა მთავრობამ, რომელიც ამავე დროს ამ განაცხადს საბოტაჟს უწყობს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ევროკავშირის გეოპოლიტიკური მოსაზრებები ძალიან მნიშვნელოვანია.

„ევროკავშირის მოსაზრებები მიმართულია, რომ საქართველო არ დარჩეს ევროპული მომავლის მიღმა. ამისთვის ჩვენი ევროპელი მეგობრები იმასაც გვეუბნებიან, რომ მინიმალური მაინც უნდა გაკეთდეს მათი მოთხოვნების შესასრულებლად. ცხადია, კოპენჰაგენის კრიტერიუმებს ფანჯრიდან ვერ გადააგდებენ „ქართული ოცნების გამო“. ჯერ ადრეა, როდესაც მაისში გვეცოდინება შუალედური შეფასება, ალბათ უფრო ნათელი გახდება, რა არის შესაძლო პროგნოზი. თუმცა, ფაქტობრივად გამოვრიცხავ იმას, რომ კანდიდატის სტატუსის მიღების შემთხვევაშიც კი გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებები ჩვენს ქვეყანასთან გაიხსნას, ვიდრე ქვეყანაში სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები არ ჩატარდება“, – განაცხადა სამადაშვილმა.