სალომე სამადაშვილი - ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპი, რომელიც უნდა ჩაიდოს ამნისტიის კანონპროექტში, არის ის, რომ დაზარალებულის თანხმობა უნდა იყოს ამნისტირებაზე
ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპი, რომელიც უდნა ჩაიდოს ამ კანონპროექტში არის ის, რომ დაზარალებულის თანხმობა უნდა იყოს ამნისტირებაზე, – ამის შესახებ სალომე სამადაშვილმა ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ვიმსჯელეთ და ჩამოვაყალიბეთ ჩვენი პოზიცია ამნისტიასთან დაკავშირებით. ამნისტია შეიძლება, მხოლოდ და მხოლოდ გავრცელდეს კონკრეტულ მუხლებთან დაკავშირებით ადამიანებზე, რომლებსაც უკვე აქვთ წარდგენილი ბრალი, დემონსტრანტების მხრიდან, ეს არის 16 ადამიანი და საუბარია კიდევ სამ პოლიციელზე. ჩემი აზრი, მინდა, კიდევ ერთხელ ვთქვა – ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპი, რომელიც უნდა ჩაიდოს ამ კანონპროექტში ისაა, რომ დაზარალებულის თანხმობა უნდა იყოს ამნისტირებაზე.
ვნახოთ, რა პოზიცია ექნება „ქართულ ოცნებას“ ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით. შემიძლია, გითხრათ ჩემი სურვილი, რომ მოხდეს ისეთი პროექტის მიღება, რომელსაც შეიძლება მხარი დაუჭიროს ხელმომწერმა ყველა მხარემ, მაგრამ ცხადია, გვაქვს ჩვენი ძალიან პრინციპული პოზიციები, რომელთა დათმობა და გადახედვა არ მოხდება უკვე უშუალოდ კანონპროექტზე მუშაობის პროცესში“,- განაცხადა სამადაშვილმა.