სალომე სამადაშვილი - დონალდ ტუსკთან დავაყენე საკითხი, რომ აუცილებელია ევროკავშირმა დაიწყოს იმ სანქციების განხილვა, რომელიც უნდა დაწესდეს ივანიშვილთან მიმართებაში, თუ გააგრძელებს ოპოზიციის დევნას
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, დონალდ ტუსკთან შეხვედრაზე ოპოზიციის გზავნილი უკავშირდებოდა იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი საკუთარი გადაწყვეტილებებით საფრთხეს უქმნის ქვეყნის მომავალს ევროპაში და შესაძლოა, ურთიერთობები ევროკავშირთან ჩიხში შეიყვანოს.
ოპოზიციის გზავნილი უკავშირდებოდა იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი საკუთარი გადაწყვეტილებებით საფრთხეს უქმნის ქვეყნის მომავალს ევროპაში და შესაძლოა, ურთიერთობები ევროკავშირთან ჩიხში შეიყვანოს.
სალომე სამადაშვილის თქმით, ოპოზიციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დონალდ ტუსკმა პირადად გადასცეს ივანიშვილს გზავნილი იმის თაობაზე, თუ რა შედეგები მოჰყვება მისი მხრიდან პოლიტიკური ოპოზიციის დევნას და დემოკრატიული სივრცის შეზღუდვას.
„მე ასევე ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან პირადად დავაყენე საკითხი, რომ თუ საქართველოს ხელისუფლებიდან და ივანიშვილისგან არ იქნება შესაბამისი გამოძახილი, აუცილებელია ევროკავშირმა დაიწყოს განხილვა იმ სანქციების, რომელიც უნდა დაწესდეს ივანიშვილთან მიმართებაში, თუ ის ღიად და აშკარად გააგრძელებს ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული სივრცის შევიწროვებას და ოპოზიციის დევნას“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.